logo
ENG



"ოცნება კოვიდით კლავს მოქალაქეებს" - 19:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დაიგეგმა

01 დეკ 202113:02
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/01/o6jsaxm4tcqcd2a.jpg

"ოცნება კოვიდით კლავს მოქალაქეებს" - დღეს, 19:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დაიგეგმა. ორგანიზატორი პარტია ლელო საქართველოსთვისაა

"ხელისუფლების უუნარობა და უმოქმედობა კლავს! Covid19 საქართველოში დღეში საშუალოდ 80 ადამიანი იღუპება.

საქართველო ერთ სულ მოსახლეზე, მსოფლიო კოვიდ სტატისტიკაში, სიკვდილიანობით პირველ ადგილზე მყოფი ქვეყანაა. ხელისუფლება არაფერს აკეთებს ვითარების შესაცვლელად და ადამიანების გადასარჩენად.

"ქართული ოცნება" კოვიდით კლავს ჩვენს მოქალაქეებს! ხელისუფლება გენოციდს აწყობს", - ამბობენ ორგანიზატორები

1-ლი დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 65 ადამიანი გარდაიცვალა.

სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის  35.1%-ია.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს  12 119 ადამიანი ემსხვერპლა.

 

close დახურვა